რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს უფრო მაღალი გადასახადი უნდა დაეკისროთ

ვიაჩესლავ ვოლოდინი

დუმას სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა ამზადებს კანონს, რომელიც ქვეყნიდან წასულ ადამიანებს უფრო მაღალ გადასახადს დააკისრებს

"სწორია პრეფერენციების გაუქმება და გაზრდილი საგადასახადო სისტემის შემოღება მათთვის, ვინც დატოვა რუსეთის ფედერაცია". - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

რამდენმა რუსმა დატოვა ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ უცნობია. ოქტომბრის დასაწყისში, ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 700 000-მდე ადამიანმა ქვეყანა დატოვა.

რუსეთის 13%-იანი პირადი საშემოსავლო გადასახადი ავტომატურად გამოიქვითება ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ. რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ცნობით, საზღვარგარეთ მომუშავე რუსებმა, რომლებიც რუსეთის საგადასახადო რეზიდენტები არიან, გადასახადი დამოუკიდებლად უნდა გადაიხადონ.

კომენტარები