რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი: პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს

ფრანს ტიმერმანსი

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს იყო, როდესაც მან უკვე წააგო ომი, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა.

ამის შესახებ ტიმერმანსმა Nieuwsblad-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ახლა სრულიად განდევნილია. სანქციები ძლიერდება - მე შემიძლია ვთქვა. ომი ძვირი ჯდება. პუტინმა უკვე წააგო. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ის კიდევ ორი წელი გაგრძელდა...

პუტინს შეუძლია შექმნას ბევრი ქაოსი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარეობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (უკრაინის) დაბომბვა იმ განზრახვით, რომ ხალხი ისეთ სიღარიბემდე მიიყვანოს, რომ მილიონობით ადამიანი გაიქცეს ევროპაში".- ამბობს ტიმერმანსი. 

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება შეცვალოს რუსეთის კურსი, არის "იმის გაცნობიერება, რომ დასავლეთი არ ნებდება, მიუხედავად ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებისა" 

კომენტარები