საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ხატია ღოღობერიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს პოზიციაზე თამარ რუხაძე ხატია ღოღობერიძემ შეცვალა. იგი საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. 

ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი. 2020 წლიდან, 2 წლის განმავლობაში იყო News.On.ge-ის მთავარი რედაქტორი. 2022 წლიდან არის ონლაინ გამოცემა Queer.ge-ს მთავარი რედაქტორი, ასევე, dev.ge-ის რედაქტორი.

ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის. 2022 წელს კი მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ბლოგისთვის "პანდემია და დედობა".

კომენტარები