საფრანგეთი

პარიზში პოლიციასა და ეთნიკურად ქურთებს შორის განმეორებითი შეტაკება მოხდა

Reuters

Reuters-ის ცნობით, პარიზში პოლიციასა და ეთნიკურად ქურთ დემონსტრანტებს შორის განმეორებითი შეტაკება მოხდა. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 3 ადამიანი 23 დეკემბერს პარიზში შეიარაღებული პირის მიერ ქურთების კულტურულ ცენტრთან ცეცხლის გახსნას ემსხვერპლ

თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქის მე-10 რაიონში, რომელიც როგორც წესი, მოძრაობით დატვირთულია, შუადღისას მოხდა. ქუჩაზე ბევრი პატარა მაღაზია და კაფეა განთავსებული. გასროლა ქურთული კაფეს მიმდებარე ტერიტორიასთან განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, 24 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა ამოატრიალეს და რესპუბლიკის მოედანზე ხანძარიც გააჩინეს. როგორც ცნობილია, შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პოლიციას ჭურვები ესროლეს. პოლიციამ პროტესტს ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

კომენტარები