მიხეილ სააკაშვილი

დეგნანი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს

კელი დეგნანი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.

"ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსმენა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და ამ დროს ფოკუსი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ სააკაშვილი ან ნებისმიერი ამ პოზიციაში, მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდეს. ჩვენ ვთქვით და ბევრმა თქვა, მათ შორის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს. ამ მოსმენით გაირკვეოდა, რა დახმარება სჭირდება სააკაშვილს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსმენები გაგრძელდეს. გადადების დრო არ არის". - თქვა ელჩმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით

მოქმედი პოლიტიკოსები, ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი მოსამართლეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი აწერს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება მისი წამებით სიკვდილის აქტია. 

წერილის ხელმომწერების თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი მისი წამებით სიკვდილით დასრულდება. ამიტომ, ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

კომენტარები