მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი, ძალიან უნიჭო სიმულაცია

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, მაგრამ როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინსიტრომ. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, ამანაც გამოიწვია წონის კლება.  ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ვიზუალიდან. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 

კომენტარები