ქართული კინო

ქართული ფილმი "დიდი შესვენება" ოსკარისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Facebook

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარდგენილი ნამუშევრების შორთლისთი გამოაქვეყნა. 

თავდაპირველად ოსკარის ნომინაციისთვის 92 ქვეყნიდან გაგზავნილი ფილმი იბრძოდა. საქართველომ წელს დავით ფირცხალავას დიდი შესვენება გააგზავნა. დავით ფირცხალავას დრამა შორთლისტში ვერ მოხვდა. 

საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარისთვის ბრძოლას 15 ფილმი აგრძელებს.

  • Argentina, 1985, არგენტინა, რეჟ. სანტიაგო მიტრე
  • Corsage, ავსტრია, რეჟ. მარი კრიოცერი
  • Close, ბელგია, რეჟ. ლუკას დონტი
  • Return To Seoul, კამბოჯა, რეჟ. დევი ჩოუ
  • Holy Spider, დანია, რეჟ. ალი აბასი
  • Saint Omer, საფრანგეთი, რეჟ. ალის დიოპი
  • All Quiet on the Western Front, გერმანია, რეჟ. ედვარდ ბერგერი
  • Last Film Show, ინდოეთი, რეჟ. პან ნალინი
  • The Quiet Girl, ირლანდია, რეჟ. კოლმ ბეირიდი
  • Bardo, False Chronicle of a Handful of Truths, მექსიკა, რეჟ. ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ
  • The Blue Caftan, მაროკო, რეჟ. მარიამ ტუზანი
  • Joyland, პაკისტანი, რეჟ. საიმ სადექი
  • Eo, პოლონეთი, რეჟ. იეზრი სკოლიმოვსკი
  • Decision To Leave, სამხრეთ კორეა, რეჟ. პარკ ჩან ვუკი
  • Cairo Conspiracy, შვედეთი, რეჟ. ტარიკ სალეჰი

2023 წლის 24 იანვარს ამერიკის კინოაკადემია საბოლოო 5 ნომინანტს გამოაცხადებს.

ოსკარის ისტორიაში ერთადერთ ქართულ ფილმი რომელმაც ნომინაცია მიიღო ზაზა ურუშაძის მანდარინებია, თუმცა კოპროდუქციით გადაღებული სურათი ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი.

კომენტარები