რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ვაშინგტონში ვარ, რომ ამერიკელებს მხარდაჭერისთვის მადლობა ვუთხრა" – ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში, 2022 წლის 21 დეკემბერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში, ვაშინგტონში ჩავიდა

"მე დღეს ვარ ვაშინგტონში, რათა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ძალიან საჭირო მხარდაჭერისთვის მადლობა ვუთხრა და ასევე გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება უფრო მოახლოვდეს". – თქვა ზელენსკიმ ვაშინგტონში.

ზელენსკის თქმით, ის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებებს გამართავს. 

"გავმართავ მოლაპარაკებების სერიებს, რათა გავაძლიეროთ უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან უკრაინისა და აშშ-ს ორმხრივ თანამშრომლობას განვიხილავთ". – თქვა ზელენსკიმ.

"მომავალ წელს მთელ ჩვენს მიწას, ჩვენს ხალხს უკრაინული დროშა და თავისუფლება უნდა დავუბრუნოთ". – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია, რომელსაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ მართავს. ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება, შემდეგ კი აშშ-ს კონგრესის წინაშე წარდგება.

კომენტარები