უქმე დღეები

პრემიერმა ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის 3-6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად განისაზღვრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა. ამასთან, საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური დასვენების დღეებია. 

როგორც დადგენილებაში წერია, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, "თუ მათუ ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობად წარმოადგენს".

გარდა ამისა, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. 

კომენტარები