მამის მკვლელობა

წალენჯიხაში კაცმა ასაკოვან მამას სასიკვდილოდ სცემა – ის დაკავებულია

წალენჯიხის ერთერთ სოფელში კაცმა მამას სასტიკად სცემა. ხანდაზმული კაცი მიყენებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და მას ბრალი უკვე წარედგინა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები