რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი 21 დეკემბერს აშშ-ში ჩავა, კონგრესს მიმართავს და ბაიდენს შეხვდება – მედია

Heidi Levine for The Washington Post

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. CNN-ის ცნობით, ზელენსკი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს. 

20 დეკემბერს კოლეგებთან გაგზავნილ შეტყობინებაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კოლეგებს სთხოვა, აუცილებლად დასწრებოდნენ 21 დეკემბრის სხდომას, რათა "განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დემოკრატიაზე ოთხშაბათ ღამით".

24 თებერვალს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას დატოვებს.

კომენტარები