მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ვიცეპრემიერი: ერთადერთი, რაც სააკაშვილს გადაარჩენს, უცხოურ კლინიკაში მკურნალობაა

Forum2022.globsec.org

უკრაინის ვიცეპრემიერი, მიხაილო ფიოდორივი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მას მხოლოდ უცხოურ კლინიკაში მკურნალობა გადაარჩენს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ერთადერთი, რაც მას გადაარჩენს, უცხოურ კლინიკაში მკურნალობაა. იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ამისთვის საკმარისი ჰუმანურობა აქვს. სიცოცხლის უფლება და ადამიანის პატივისცემა ხომ ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ღირებულებებია". – წერს ფიოდოროვი Twitter-ზე.

21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას "სისასტიკე" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.

ქართული ოცნების ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას "შეურაცხმყოფელი" უწოდეს. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების "სპეცოპერაციაში" თავადაც იყო ჩართული და სააკაშვილის ადგილი სწორედ საპატიმროშია.

კომენტარები