მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ესა თუ ის ადამიანი მისი ახლო გარემოცვის წევრი არ იქნებოდა, ყველა იყო მსხვერპლი დიდი უსამართლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის. ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი.
მიხეილ სააკაშვილი
წულუკიანი ზელენსკის: სააკაშვილმა დაამკვიდრა წამება, ჩაგვრა – ასეთის ადგილი საპატიმროშია
tbl.ge/67xf
დაკოპირდა

ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას "სისასტიკე" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




