რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირკინი: ზელენსკი სამხედროებს ბახმუტში, პუტინი კი თავის გმირებს კრემლში აჯილდოებს

რუსი პროპაგანდისტი, ე.წ. ნოვოროსიის იდეოლოგი, ულტრანაციონალისტი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი იგორ გირკინი (სტრელკოვი) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის კრემლში დაჯილდოებას აკრიტიკებს. ის ამ ქმედებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბახმუტში ჩასვლასა და სამხედროების დაჯილდოებას ადარებს.

"როგორ ავამაღლოთ საბრძოლო სულისკვეთება:

ზელენსკი ბახმუტში ჩაფრინდა და დააჯილდოვა თავისი ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტზე ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან (უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაღალჩინოსანი კიეველი პარტნიორის ვიზიტის დროს ვაგნერმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა).

აი, ვლადიმირ ვლადიმირის ძე კი თავის გმირებს პირდაპირ კრემლში აჯილდოებს... შეხედეთ ამ პატიოსან მამაც სახეებს, დატკბით გმირების ამაყი პოზით. რომელმა მისცა საკუთარ სამხედროებსა და მაღალჩინოსნებს მომდევნო ბრძოლების უკეთესი მოტივაცია? – ჩემთვის პასუხი ცხადია. მთელი დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც თაყვანს სცემს საკუთარ მეთაურს, დენის ვლადიმირის ძეს (პუშილინს) იმაზე ოდნავ ნაკლებად, ვიდრე ვლადიმირ ვლადიმირის ძეს (პუტინს) – ექსტაზშია და მზადაა ახალი დიდი მიღწევებისთვის...". – წერს იგორ გირკინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკი 20 დეკემბერს ჩავიდა ფრონტის ხაზზე, ბახმუტში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.

ვინაა გირკინი, ვისაც ჰააგამ MH17-ის რეისის ჩამოგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები