რობერტ დე ნირო

პოლიციამ რობერტ დე ნიროს სახლში შეჭრილი მძარცველი დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ რობერტ დე ნიროს სახლში შესული მძარცველი დააკავა. შეჭრის მომენტში მსახიობი და მისი ქალიშვილი სახლში იმყოფებოდნენ.

დაკავებული მანჰეტენის მაცხოვრებელი ქალი, 30 წლის შანის ევილესი აღმოჩნდა. ევილესი წარსულში ძარცვის მცდელობისთვის არაერთხელ არის ნასამართლები. 

სამართალდამცავების თქმით ევილესი ოსკაროსანი მსახიობის სახლში სარდაფიდან შეიპარა. მძარცველი პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა და სახლის მეორე სართულზე დააკავა. ევილესი დე ნიროს iPad-ის და საშობაო საჩუქრების მოპარვას ცდილობდა. 

"ამ დროისთვის ბატონი დე ნირო ძარცვის მცდელობის შესახებ განცხადებას არ აკეთებს". – ამბობს მსახიობის წარმომადგენელმა სტენ როზენფილდმა.

დე ნირომ მოგვიანებით შენობა დატოვა და კართან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე და თავს კარგად გრძნობს.

 

კომენტარები