რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა ირანისგან 250 დრონი მიიღო

უკრაინას ირანული დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. 34 Shahed-ი - მე ზუსტად ვამბობ სახელსაც და რაოდენობასაც. ეს არის Shahed-ების ახალი პარტიიდან, რომელიც რუსეთმა ირანისგან მიიღო. 250 ცალი - ეს არის რაოდენობა, თუ რამდენი Shahed-ი მიიღო ტერორისტულმა სახელმწიფომ. 

რუსული რაკეტები და ირანული დრონები გამოდმებით გამოიყენება ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვის. მხოლოდ ერთმა უკანასკნელმა თავდასხმამ უკრაინაზე 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა - თავდასხმის შედეგად ქალაქები მილიონობით მაცხოვრებლით და უკრაინის ოლქების უმრავლესობა სრულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში, 16 დეკემბრის საღამოს 22 480 000 უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. 10 მილიონზე მეტს წყალი და გათბობა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ ტერორის ეს მასშტაბი... 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ირანი უარყოფს, რომ რუსეთს ომის დაწყების შემდეგ დრონები მიაწოდა.

კომენტარები