2008 წლის აგვისტოს ომი

ბოკერია ჰააგაზე: მტრის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, როცა ეროვნული ინტერესების მთავრობა მოვა

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის. ჩვენ როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მაშინ ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ინტერებისთვის ჩვენი მტრის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ ასეთი ხელისუფლება არ გვყავს და დღეს ეს უტიფრები, ვინც პუტინისტურ პროპაგანდას აწარმოებდა და აწარმოებს წლებია ამ ამბავზეც, საქართველოს დანაშაულზე უტიფრად, პუტინისტური პროპაგანდის მსგავსად, აქეთ ატრიალებენ ამ ამბავს, სხვისკენ იშვერენ ხელს, იმის მაგივრად რომ ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გამოიყენებდნენ ამას საქართველოს ინტერესებისთვის.

ასევე ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ჩადენილ ბოროტმოქმედებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველთა გენოციდის შესახებ კამპანია გახდეს ჩვენი მომავალი პატრიოტული მთავრობის პრიორიტეტი. ეს არის როგორც მორალურად, ასევე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი. ეს არის ის
კამპანია, რომელსაც ევროპული საქართველო ატარებს თავის პარტნიორებთან ერთად.

ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა და დამნაშავედ ცნო 3 ოსი, 1 რუსი და არცერთი ქართველი. 

კომენტარები