რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ვაგნერის დაჯგუფება ბახმუტთან გამართულ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრები უკრაინაში.
РИА Новости

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსულ კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერი დონეცკის ოლქის სოფელ ბახმუტთან გამართულ ბრძოლაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათივე ინფორმაციით, ვაგნერმა დიდი რაოდენობით არასაკმარისად გაწვრთნილი მსჯავრდადებულების გამოსაყენებლად შეტევითი ტაქტიკები შეიმუშავა. 

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ცალკეულ მებრძოლებს, სავარაუდოდ, სმარტფონს ან პლანშეტს აწვდიან, რომლებიც კომერციული თანამგზავრის საშუალებით ადამიანების გადაადგილებისა და თავდასხმის ობიექტზე ინფორმაციას აჩვენებს. ამასთან ერთად, ოცეულის და უფრო ზედა დონეზე ინსტრუქციების გაცემისას, მეთაურები, სავარაუდოდ, მცირე უპილოტო საჰაერო ხომალდებში იმალებიან, ხოლო ინფორმაციას, ვიდეოს სახით, მცირე ეკიპაჟის გარეშე საფრენი აპარატებიდან იღებენ.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სამხედრო დაჯგუფებებსა და ინდივიდებს წინასწარ დადგენილ მარშრუტზე ოპერირება ევალებათ. ამასთან, ვაგნერის ოპერატორებს, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, თუ ისინი ნებართვის გარეშე დაგეგმილი თავდასხმის მარშრუტებს გადაუხვევენ.

"ეს ძალადობრივი სტრატეგიები მიზნად ისახავს ვაგნერის ძვირფასი აქტივების შენარჩუნებას, მათ შორის გამოცდილ მეთაურებისა და ჯავშანმანქანების. ეს კი ხდება პატიმარი-რეკრუტების ხარჯზე, რომლებსაც ორგანიზაცია მიიჩნევს, როგორც ერთჯერადს და უფრო ხელმისაწვდომს". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

კომენტარები