რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მინსკში შეხვედრისას პუტინი ლუკაშენკოს უკრაინაში სახმელეთო შეჭრისკენ უბიძგებს – პოდოლიაკი

Ukrinform

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მინსკში ვიზიტისას ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდ ლუკაშენკოს უკრაინაში სახმელეთო შეჭრისკენ უბიძგებს. 

"დღის წესრიგი აბსოლუტურად ბანალურია: შეტევებისას ბელარუსის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა, ნებისმიერი ფორმით: იქნება ეს საინფორმაციო კამპანიები, წვრთნები თუ სახმელეთო შემოჭრა". - თქვა პოდოლიოკმა პუტინისა და ლუკაშენკოს მინსკში დაგეგმილი შეხვედრის შეფასებისას. 

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლუკაშენკას უშუალო მონაწილეობა ომში "თვითმკვლელობის განაჩენისთვის ხელის მოწერა იქნება". 

"პუტინს აღარ აქვს ის პოზიცია, რომ ვინმეს მოთხოვნები განუსაზღვროს. დიახ, ის იმედოვნებს ომის დასრულებას საკუთარი წესებით. იგი დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონეა, ვეღარ გრძნობს რეალობას". - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პუტინის 19 დეკემბერს მინსკში ვიზიტის ოფიციალური მიზანია "ადრე მიღებული საკავშირო პროგრამების განხორციელების პროცესის განხილვა", თუმცა, პუტინი ლუკაშენკოს ცალკე, პირისპირადაც შეხვდება. 

კომენტარები