ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ოდიშარია ენმ-ს წევრებზე: ძალ-ღონე შეინახონ, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიატანონ სული?

მე არ ვიცი, რითი არის ეს შიმშილობის აქციის წამოწყება განპირობებული. მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს ალბათ არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კონპენსირება, რომელიც, ალბათ, დაკავშირებული იყო, რომ მათ დაეტოვებინათ მანდატები. 

ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი და კამპანია კიდევ - 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიატანონ სული? შეინახონ ძალები, მით უმეტეს, მოშიმშილეებს შორისაც, მე როგორც ვიცი, სულ სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები არიან. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ენმ-ს წევრებზე, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

კომენტარები