აშშ-რუსეთი

აშშ-მ რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანსა და მის კონტროლში მყოფ ბანკს სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოლიგარქს, ვლადიმირ პოტანინსა და რუსულ კომერციულ ბანკ Rosbank-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. Rosbank-ი პოტანინის კონტროლში მყოფმა საინვესტიციო კოპანია Interros-მა მიმდინარე წელს შეიძინა. 

აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების საერთო განცხადებების მიხედვით, აშშ-ს ადმინისტრაცია სრულად გაყინავს რუსი ოლიგარქის ქონებას და აუკრძალავს მას ქვეყანაში შესვლას.

Forbes-ის მიხედვით, პოტანინი დაახლოებით $26.4 მილიარდიანი ქონებით, რუსეთში მეორე, ხოლო მსოფლიოში 51-ე მდიდრესი ადამიანია. ის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის, Norilsk Nickel-ის წილების 33%-თ ფლობს. 

ვლადიმირ პოტანინი ჯერ კიდევ ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს ითვლებოდა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად და ის ბიზნესმენთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ვლადიმირ პუტინის რუსეთშიც შეინარჩუნეს გავლენა.

 

კომენტარები