მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: ნახეთ, რა პირობებშია, როგორ ექცევა პერსონალი, რა უფლებებზე ლაპარაკობთ?

მისი [მიხეილ სააკაშვილის] ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც. სამწუხაროდ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზეც. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხეებსა თუ ციხის გარეთ, არ შიეძლება, 2008 წელს რაც გააკეთა, იმას აკეთებდეს და ა.შ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის "დამსახურება" იყო ის უბედური შედეგები, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანას და ხალხს 2004-2012 წლებში. 

რა თქმა უნდა [არ შეილახა ღირსება]. იმიტომ ვახსენებ მის წარსულს, რომ ტქვენ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავთ მის პატიმრობას და მას ეძახით მესამე პრეზიდენტს. ამის გამო გვიწევს ჩვენ მისი პოლიტიკური წარსულის შეხსენება. თქვენ გინდათ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას განსაკუთრებულად შეაცოდოთ ეს პატიმარი, როგორც ე.წ. მესამე პრეზიდენტი. ეს პოლიტიკური დისკუსია არის აბსოლუტურად მიუღებელი.   

[...] ნახეთ, რა პირობებშია პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცინო პერსონალს და როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი. რა უფლებებზე ლაპარაკობთ? 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრებზე. 

კომენტარები