რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე უკრაინის დასახმარებელ გეგმას შეიმუშავებენ

Independence Square in Kyiv on Dec. 12. 
Sergei Supinsky

ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავენ. მათ უნდა შეიმუშავონ გეგმა, როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის მძიმე პირობების გადალახვაში, როცა რუსეთი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ომისა და რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დახმარებისთვის ძალისხმევის ჩადებას არ შეწყვეტს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კვირაში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ უკრაინის მთავრობა 18 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.  

“ჩვენ ვმსჯელობთ, როგორ შევინარჩუნოთ კონტროლის სადავეები ომის შედეგებზე, რაც ჩვენს ეკონომიკაზე აისახება. ეს განსაკუთრებით ეხება ინფლაციისა და ენერგეტიკის ფასების საკითხს” - თქვა შეხვედრაზე მისულმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ  ევროკავშირი ძალიან ახლოსაა გაზის ფასების ლიმიტის შეთანხმების მიღწევასთან.  

კომენტარები