რუსეთ-უკრაინის ომი

14 დეკემბერს ქალაქ კიევში რუსეთმა 10-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 14 დეკემბრის დილას, ქალაქ კიევში ათზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 

BBC-ის რეპორტიორებმა საჰაერო თავდასხმის სირენის გაჟღერებიდან მალევე ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს. 

აფეთქებები შევჩენკოვსკის ცენტრალურ რაიონში მოხდა. როგორც ცნობილია, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენა. 

რუსეთმა ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები არაერთხელ დაუმიზნა. 

“რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ტერორს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,” - ამბობს ოლექსიი კულება, კიევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თუმცა “უკრენერგოს” შეფასებით, ოთხშაბათის დარტყმებს არცერთი ენერგეტიკული ობიექტი არ დაუზიანებია. 

კულებამ თქვა, რომ დრონის ფრაგმენტი ქალაქში ადმინისტრაციულ ოფისსა და ოთხ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, თუმცა უკრაინული მედიის განცხადებით, დღევანდელ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები