მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილი: ცუდად იმიტომ კი არ ვარ, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ

ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია.

წერილი ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტმა შიმშილობა სამი საათის წინ გამოაცხადა. რაც შეეხება მოწამვლაზე განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილმა 21 ნოემბერს თქვა, რომ "არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა".

კომენტარები