ანტიდასავლური განცხადებები

ზურაბიშვილი: საქართველოში გამოჩნდა გაუგონარი ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები

სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

IPN-ის ცნობით, თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები