რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ზელენსკის შეთავაზებაზე: უკრაინამ ახალი რეალობა უნდა მიიღოს

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გაჟღერებულ შეთავაზებას გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, კიევი არსებულ "რეალობას" უნდა შეეგუოს. 

"აუცილებელია, რომ უკრაინულმა მხარემ ყურადღებაში მიიღოს ეს რეალობა, რომელიც ამ დროის განმავლობაში წარიმართა. ეს რეალობა მივიღეთ იმ კურსის, იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ბოლო 15, ან 20 წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის დღევანდელი რეჟიმი ატარებდა. ეს რეალობა კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში გამოჩნდა ახალი სუბიექტები, რეფერენდუმების შედეგად, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ჩატარდა". – თქვა პესკოვმა.

აქამდე ზელენსკიმ G7-ის ლიდერებთან საუბრის დროს თქვა, რომ რუსეთმა შობამდე საკუთარი ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს, რათა ამგვარად აგრესიისგან უარის თქმის შესაძლებლობა გამოხატონ.

კომენტარები