რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების თავდასხმების შემდეგ ოდესის პორტი კვლავ გაიხსნა

ოდესა, 6 დეკემბერი

ოდესაში, უკრაინის შავი ზღვის პორტში, მუშაობა განახლდა. ოდესის პორტის ფუნქციცონირება დროებით შეწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქალაქის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული დრონები გამოიყენა.  

ქვეყნის სამხრეთით მდებარე პორტი 10 დეკემბერს დაიხურა, როდესაც რუსეთის შეტევამ 1,5 მილიონი ადამიანი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ელექტროენერგიის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. ქვეყენაში ტემპერატურის ნულ გრადუსამდე დავარდნაა მოსალოდნელი.

უკრაინის პორტებიდან თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით უკრაინული პროდუქცია დანარჩენ მსოფლიოში უსაფრთხოდ ტრანსპორტირდება. შეთანხმებამ ხელი შეუწყო სურსათის მსოფლიო ფასების დარეგულირებას.

მიუხედავად იმისა, რომ 11 დეკემბერს ოდესის პორტში გადაზიდვები დროებით შეწყდა, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ თქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტი არ შეჩერდებოდა.

კომენტარები