საქართველო-რუსეთი

დავითაშვილი რუსეთთან ფრენების განახლებაზე: ჯერჯერობით, ოფიციალური მომართვა არ გვაქვს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ოფიციალური მომართვა ამ ეტაპზე არ აქვს.

"იცით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ტექნიკური საკითხი, სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ასეთი ოფიციალური მომართვა არ გვაქვს. სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან, რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ამიტომ, ეს საკითხი ასე მარტივად, დღეს ვერ გადაწყდება". - ამბობს დავითაშვილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებისა და ვიზალიბერალიზაციაზე, "თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება".

კომენტარები