რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ბელარუსის უკრაინაში შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა

Ukrinform

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთოს, მიუხედავად ბელარუსის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რუსი ოფიციალური პირების საინფორმაციო კამპანიისა.

"ახლო მომავალში ბელარუსის უკრაინაში შეჭრა განსაკუთრებით ნაკლებსავარაუდოა, როგორც არ უნდა წარიმართოს ეს საინფორმაციო კამპანია. მინსკის უკიდურესად შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, უკრაინის ძალების ფრონტის ზოგიერთი მონაკვეთიდან დროებით გაყვანის მეტს ვერაფერს შეძლებენ". – ნათქვამია ანგარიშში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის ზეწოლა ბელარუსზე, რომ უკრაინაში რუსეთის თავდასხმას მხარი დაუჭიროს, ბელარუსზე სამომავლო კონტროლის განმტკიცების გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. კერძოდ, ISW-ის განმარტებით, რუსეთი ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას და სამხედროების პირდაპირ კონტროლს ცდილობდა. ამავე შეფასებით, რუსეთი ბელარუსის უსაფრთხოებასა და სამხედრო საკითხებზე გავლენის გამოყენებას ბელარუსის ზეწოლისთვის რეგულარულად ცდილობდა, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დახმარებოდა. 

ISW-ის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ლუკაშენკო უკრაინაში თავისი არმიის დიდ რაოდენობას შეიყვანს, ეს ძალა იმდენად მცირე იქნება, რომ რაიმე არსებითი ოპერაციული წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის შიდა დინამიკის გათვალისწინებით, ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას. ლუკაშენკომ, სავარაუდოდ, იცის, რომ უკრაინაში შეჭრა მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის სანდოობას ძირს უთხრის, რადგან აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობამ, ბელარუსზე სრული კონტროლი დაემყარებინა, წარმატებას მიაღწია". – წერია ანგარიშში.

კომენტარები