მიხეილ სააკაშვილი

დავითულიანი სააკაშვილზე: მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ

ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნიათ. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის. არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მართლმსაჯულებაა, ქვეყანაა. მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

კომენტარები