თავდასხმა იტალიაში

რომში ერთ-ერთ კაფეში სროლას, სულ მცირე, 3 ადამიანი ესმხვერპლა

იტალიის დედაქალაქ რომში ერთ-ერთ კაფეში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცია, რომელიც დაკავებულია.

3 დაღუპულ ქალს შორის ერთ-ერთი იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი, ნიკოლეტა გოლიზანოა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაფეში რომის ერთ-ერთი კვარტლის საბჭოს წევრები იყვნენ შეკრებილი, თავდამსხმელს კი მსხვერპლთა ნაწილთან უთანხმოება ჰქონდა.

საბჭოს ვიცეპრეზიდენტის, ლუჩიანა ჩიორბას თქმით, შეიაღებული პირი კაფეში შეიჭრა და ცეცხლის გახსნამდე შეკრებილებს ემუქრებოდა, სროლის შემდეგ კაფეში მყოფმა ადამიანებმა მისი შეჩერება შეძლეს, შემდეგ კი ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

პოლიციას თავდამსხმის მოტივის ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ დაუსახელებია, თუმცა, მათი თქმით თავდასხმას პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

კომენტარები