რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: რუსეთი ბირთვული არსენალის განვითარებასა და გაფართოებაზე მუშაობს

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს ავითარებს და აფართოებს. რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარას. 

ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული არსენალის გაფართოებასთან ერთად საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთის ბირთვული ძალებიც, რომლებიც იზრდებიან, მოდერნიზდებიან და დივერსიფიკაციას განიცდიან.

"როდესაც კრემლი აგრძელებს თავის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარაში ჩაერთო". თქვა მან.

7 დეკემბერს პუტინმა ბირთვულ ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი საფრთხე არსებობს და თანდათანობით სულ უფრო იზრდება, მაგრამ "რუსეთი არ გაგიჟებულა. ბირთვულ იარაღს იგი, როგორც თავდაცვის უკანასკნელ საშუალებას ისე უყურებს". 

კომენტარები