რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: იმისთვის, რომ კონფლიქტი NATO-რუსეთის ომში არ გადაიზარდოს, ყოველდღე ვმუშაობთ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ომის შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ალიანსსა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, NATO ყოველდღიურად მუშაობს

სტოლტენბერგის სიტყვებით, თუ მოვლენები არასწორად განვითარდება, ისინი კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. 

"უკრაინაში საშინელი ომია. ასევე, ეჭვგარეშეა, რომ არსებობს შანსი, კონფლიქტმა მიიღოს სრულმასშტაბიანი ომის სახე NATO-სა და რუსეთს შორის. ამის თავიდან ასარიდებლად, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ". - თქვა სტოლტენბერგმა.  

სტოლტენბერგის აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი ევროპის სხვა ქვეყნებს არ შეეხოს და გავრცელდეს. 

აქამდე, მოსკოვმა NATO ომში ჩართვაში არაერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნითა და დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდებით, დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის მონაწილეები არიან. 

კომენტარები