რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთ-ირანის კავშირის საპასუხოდ აშშ უკრაინას დამატებით დაეხმარება

უკრაინის სამხედროების მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ირანული დრონის ნამსხვრევები, ჩამოგდებული კუპიანსკთან ახლოს, უკრაინაში.

10 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა ისაუბრა უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების გაცემაზე და პირობა დადო, რომ რუსეთის კავშირებს ირანთან ხელს შეუშლის. ამ კავშირის ფარგლებში რუსეთი, ირანისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეთავაზების სანაცვლოდ, ასობით ბალისტიკური რაკეტის მიღებას ელის.

თეირანი და მოსკოვი უარყოფენ დასავლეთის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინაში სამიზნეებზე თავდასხმისთვის. 

ირანელმა მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა ოქტომბერში REUTERS-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს მიწა-მიწის ტიპის რაკეტებს და დამატებით დრონებს დაჰპირდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი ირანსა და რუსეთს შორის "გაღრმავებული და მზარდი თავდაცვითი პარტნიორობით" შეშფოთებულია. აშშ აპირებს ირანსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებული სამხედრო ურთიერთობის ჩაშლაზე იმუშაოს.

მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინას 275 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს უგზავნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და უპილოტო თვითმფრინავების დასამარცხებლად.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენემა გაეროში, ბარბარა ვუდვორდიმ თქვა, რომ ირანმა რუსეთს გაუგზავნა ასობით დრონი, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში იყენებდა.

”რუსეთი ახლა ცდილობს მოიპოვოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა”, - უთხრა მან ჟურნალისტებს. სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს

კომენტარები