თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

SKP

ცნობილ ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.

ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლებიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში.

საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ ამირანში გაიმართა გიორგობისთვის ჩვენება.

კომენტარები