ჩადენილია დანაშაულები, შეფარდებულია სასჯელი და სამართალს სჭირდება აღსრულება. ეს არის მარტივი ლოგიკა. სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივყვეთ სამართლის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპს. ეს არის მთავარი და როგორ შეიძლება სამართლის უზენაესობა გახდეს ბარიერი იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია დასავლური ინტეგრაცია. ეს ხომ წარმოუდგენელია. მაშინ გამოდის, რომ არავითარი ღირებულება არ არსებობს, ამიტომ ჩვენ გავყვებით სამართლის უზენაესობას.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც EU და არც არაფერი
tbl.ge/67io
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მათ შორის სააკაშვილის პატიმრობამ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ამავე თემაზე
- კობახიძე: თუ გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ
- ჰერჩინსკი ანგარიშზე: რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო
- პრემიერი: საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს სტატუსის მინიჭებას
- კალაძე: პოლარიზება, პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს
- "და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ!" – იუკნევიჩიენე დნიპროზე ზურაბიშვილის Tweet-ზე