უკრაინაში მებრძოლი ქართველები

კობახიძე: საქართველოს თავდაცვაში ჩარიცხული, უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, ალბათ იქაც ასეა

არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, ვერ მივადევნე თვალყური. საუბარი რაზეა, არ ვიცი. ანუ, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა საუბარი, ეს მე არ ვიცი. ერთი რამ, სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ ირიცხება პირი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის, მაგრამ რა თემაზეა საუბარი, მე კონკრეტულად ამის თქმა გამიჭირდება. სამართლებრივი განმარტება ეს არის - ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ის კარგავს მოქალაქეობას. 

მოხალისეებზე არ არის აქ საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი... საქართველოში ვიღაცა რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალებში, ის უნდა იყოს შენი მოქალაქე და ალბათ იქაც ასეა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 7 დეკემბერს TV იმედის ეთერში თქვა, რომ "თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს". მისი განცხადებით, უკრაინაში ქართულ ლეგიონში შესვლამდე მებრძოლები ამის შესახებ უნდა გააფრთხილონ. 

საუბარია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ "საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში".

კომენტარები