შენგენის სივრცე

ბულგარეთსა და რუმინეთს შენგენის ზონის წევრობაზე უარი უთხრეს – მიღების წინააღმდეგი ავსტრიაა

Cars queue at the Slovenia-Croatia border in Dragonja, Slovenia May 15, 2020
REUTERS

ბულგარეთსა და რუმინეთს ე.წ. შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს. მათი მიღების მთავარი მოწინააღმდეგე ავსტრიაა. 

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიზეზი შემდეგნაირად განმარტა:

"ჩვენ მეტი დრო გვჭირდება. ამ წუთისთვის ავსტრიაში 75 000 არალეგალი იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთით მოახერხეს ავსტრიაში შემოღწევა. ჩვენთვის დღის წესრიგში, პირველ ადგილას, ამ პრობლემის მოგვარება დგას".

შენგენის ზონა ევროპის 26 ქვეყანას შორის დადებული შეთანხმებაა, რომლებმაც ერთმანეთის საზღვრებზე ყველა პასპორტი და სხვა სახის სასაზღვრო კონტროლი ოფიციალურად გააუქმეს. მასში გაერთიანება ევროინტეგრაციის მთავარ მიღწევად მიიჩნევა. ევროპის ზონაში მიღებისათვის 26-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭრო. გარდა ავსტრიისა, საზღვრების გაფართოებას ნიდერლანდებიც ეწინააღმდეგება. 

ბულგარეთისა და რუმინეთისგან განსხვავებით, მოსალოდნელია, რომ ევროპის ზონის წევრის სტატუსს ხორვატია მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სამივე ქვეყანამ მიღებისათვის აუცილებელი წინასწარი მოთხოვნები დააკმაყოფილა.

კომენტარები