რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლაფ შოლცი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკები შემცირებულია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, საერთაშორისო ზეწოლაზე საპასუხოდ, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირებულია

Funke Media-სთან ინტერვიუში შოლცი ამბობს, რომ ომი წარმოუდგენლად ბრუტალურად მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამ აშკარად შეიცვალა - რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღით მუქარა. შოლცი თვლის, რომ  ეს საერთაშორისო მასშტაბით წითელი ხაზების გავლების შედეგია. გერმანიის ლიდერმა დასძინა, რომ მიუხედავად დიდი უთანხმოებისა, კრემლთან დიალოგი მნიშვნელოვანი იყო.

გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მიმართ კრიტიკა უსაფუძვლოა. მისი თქმით, აშშ-ს მერე უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ გერმანიაა და ეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ფორმითაც გამოიხატება.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პირისპირ ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ამგვარი კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, გამარჯვებული მსოფლიოს მასშტაბით არავინ დარჩება" - ამბობს შოლცი.  

7 დეკემბერს პუტინმა ბირთვულ ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი საფრთხე არსებობს და თანდათანობით სულ უფრო იზრდება, მაგრამ "რუსეთი არ გაგიჟებულა. ბირთვულ იარაღს იგი, როგორც თავდაცვის უკანასკნელ საშუალებას ისე უყურებს". 

 

კომენტარები