მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ომბუდსმენის კონსილიუმი: თუ ადამიანი გონზეა, ზონდით კვებას საერთაშორისო სტანდარტი კრძალავს

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წარმომადგენელის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას თქმით, ვივამედის ექიმები კარგად აცნობოერებენ, რომ ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება. 

"როცა პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება და პირიქით, ისეთიც კი არ არის, როგორიც კლინიკაში შეყვანის დროს. ალბათ კლინიკამ უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება და ხმამაღლა უნდა თქვას. მე მგონია, რომ ყველა, იქ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება. მაგრამ მე ვერ გეტყვით შემდგომში რას აპირებენ".- ამბობს ექიმი. 

გრიგოლია ასევე გამოეხმაურა ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას სააკაშვილი ზონდით კვების საჭიროების ალბათობაზე და აღნიშნა, რომ ძალით კვება, როცა ადამიანი გონზეა, საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულია. 

"თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება... თუ ადამიანი გონზეა, ძალით კვება საერთაშორისო დადგენილებით იკრძალება".- თქვა ექიმმა. 

კომენტარები