ახალი 2023 წელი

Goblin Mode ოქსფორდის ლექსიკონმა 2022 წლის სიტყვად დაასახელა

CNN

ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის თანახმად, ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი Goblin mode-ს განმარტავს, როგორც ქცევის ტიპს, რომელიც "ნარიცისიზმით, სიზარმაცით, დაბდურით, სოციალური ნორმების უარყოფით" ხასიათდება.

სწორედ ეს სიტყვა აირჩა 2022 წლის სიტყვად. Goblin mode-ი საკუთარი თავის გაუმჯობესების საპირისპირო ტერმინად შეიძლება აღვიქვათ. 

წლის ოქსფორდის პრესის სიტყვა - ასევე ცნობილი როგორც წლის ოქსფორდის სიტყვა - ხალხმა წელს პირველად აირჩია. Goblin mode-მა 318 956 ხმით გაიმარჯვა.

ტერმინი პირველად 2009 წელს გამოიყენეს, თუმცა იგი ვირუსულად სოციალურ მედიაში ამ წლის დასაწყისში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ყალბი სათაური ამტკიცებდა, რომ ცნობილი რეპერი კანიე უესტი და ჯულია ფოქსი ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ფოქსი Goblin mode-ში გადავიდა. 

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ტერმინის პოპულარობა ასევე უკავშირდება ლოკდაუნის დასრულებისა და კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ იმ ადამიანთა ზრდას, რომლებმაც უარი თქვეს "დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას" ან "აუჯანყდნენ იმ არარეალურ სტანდარტებს", რომელებსაც სოციალურ ქსელში ე.წ. ინფლუენსერები ამკვიდრებდნენ. 

კომენტარები