რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ ბლინკებმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

CBS-ის ჟურნალისტის, მარგარეტ ბრენენის კითხვას, აქვს თუ არა რაიმე აზრი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მცდელობას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასე უპასუხა:

"დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი, რეალურად არიან დაინტერებულები დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, ამის საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ G20-ის ქვეყნების წინაშე წარადგინა წინადადება, თუ როგორ უნდა წავიდეს მდგომარეობა მშვიდობისკენ, რა მოიმოქმედა ვლადიმირ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. მეტი ძალების მობილიზაცია, უკრაინის ტერიტორიების ანექცია, ახლა კი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ახლა კი საკუთარ ბრაზსა და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე მიმართავს, სამიზნედ იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ცდილობს, გამორთოს განათება, სითბო, ელექტროენერგია. სწწორეს ეს ხდება. შესაბამისად, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ რეალურად დაინტერესებულია მნიშვნელოვანი დიპლომატიიღ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს". - თქვა ბლინკენმა.

კომენტარები