ამინდის პროგნოზი

სიცივე, ნისლი, ზოგან თოვლი – როგორი ამინდი იქნება 9 დეკემბრამდე

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითმ, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღის ტემპერატურა +8 გრადუსმდე მოიმატებს.

თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.

კომენტარები