უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის არმიამ ბახმუტის მიმდებარედ 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანა. არესტოვიჩის აზრით, ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობა "გამარჯვებაში დაარწმუნოს".
არესტოვიჩი თვლის, რომ ოკუპანტები ბახმუტის აღებას ვერ შეძლებენ. არესტოვიჩის აზრით, რუსულ ჯარს ბახმუტთან და სლავიანსკთან სერიოზული პრობლემები შეექმნება.
"თუ პუტინი თავისი გეგმის შესრულებას შეძლებს, ლუგანსკიდან ისევ "გამოგვაგდებს" და დონეცკის რეგიონს მთლიანად დაიკავებს, მაშინ ის ომის გამართლებას შეძლებს. პუტინი იტყვის, რომ რუსეთის ინტერესები არასოდეს ყოფილა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მიღმა. ჩვენ დავიცავით ეს ტერიტორიები, მივიღეთ რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ კიევზე, ხერსონზე, ხარკოვზე თავდასხმების მიზანი უკრაინის ჯარებისა და NATO-ს დამარცხება იყო.
კრემლის რიტორიკით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არა მხოლოდ ყირიმში შესვლა, არამედ ბელგოროდის აღებაც სურდათ. აი, მესამე თვეა, ბახმუტს ურტყამენ. მიმდებარედ მოათავსეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ჩვენი 6 ბატალიონის წინააღმდეგ რუსული ბატალიონის 40 ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანეს. თუ მათ 3 თვის მანძილზე ძალების ამ თანაფარდობასთან გამკლავება უჭირთ, სლავიანსკში მისასვლელად უკვე 3 წელი დასჭირდებათ. ომი დასრულდება იქამდე, სანამ ისინი სლავიანსკს მიაღწევენ“. - ამბობს არესტოვიჩი.





