თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებასა და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლსა და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
არველაძე: როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლსა და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ
tbl.ge/67cf
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე. 3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამავე თემაზე
- ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკის რეჟიმზე გადავა
- უშაკოვი: რუსეთი არ ელის ანკორიჯის შეთანხმებების შესრულებას, ჩვენ ველით გამარჯვებას
- მედია: მოსკოვში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სამოქალაქო შენობების სახურავებზე განათავსეს
- ბროვდი: ყირიმი დაასრულებს მოსკოვს, ეს არის ფსიქოლოგიური გადატეხვის წერტილი
- ყირიმში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა სრულად შეწყვიტეს




