რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ქართველი მებრძოლი: დაღუპულების გამოსაყვანად შევედით, დაჭრილი გვყავს, დაგვცხეს

დავით ქუქჩიშვილი
მთავარი არხი

ქართველი მეომრები დაღუპული 5 მებრძოლის ცხედრის გამოსვენაბას ბახმუტიდან ამ წუთებშიც ცდილობენ. როგორც ისინი მთავარ არხთან ინტერვიუში აცხადებენ, ვითარება მძიმეა და ქალაქს ოკუპანტები ბომბავენ. 

"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო. დაგვცხეს, გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით".- ამბობს პარტიზანი მეომრების მეთაური დავით ქუქჩიშვილი. 

3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები