რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შენელდება - აშშ-ს დაზვერვა

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უკრაინაში ბრძოლები ნელდება და,  სავარაუდოდ, ზამთრის მომავალ თვეებში ასე გაგრძელდება.

სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, ევრილ ჰეინესმა კალიფორნიაში თავდაცვის ფორუმზე თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის ბახმუტისა და დონეცკის რეგიონებში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ბრძოლა მას შემდეგ შენელდა, რაც გასულ თვეს რუსეთმა ხერსონის რეგიონის დასავლეთიდან ჯარები გაიყვანა.

ამასთან, უწყების ცნობით, არ ყოფილა არანაირი შემთხვევა უკრაინული ძალების მხრიდან წინააღმდეგობის შენელებისდა პოზიციების დათმობის შესახებ. მისი განმარტებით,ორივე მხარე შეეცდება გაზაფხულზე ნებისმიერი კონტრშეტევისთვის „მომარაგდეს და ძალები აღიდგინოს“.

უკრაინაში ომი უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთმა კონტროლი მიწების ნახევარზე მეტზე ვერ შეინარჩუნა. 

”ჩვენ რეალურად საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენად იქნებიან რუსები ამისთვის [ომის გაგრძელებისთვის] მზად”. - თქვა დირექტორმა.

აშშ-ს დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან მისი სამხედროები. ჯარი საბრძოლო მასალის დეფიციტს, მორალის, მომარაგებისა და ლოჯისტიკის პრობლემებს ყოველდღიურად აწყდება.

კომენტარები