რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების ოთხ პირობას ასახელებს

დავით არახამია

ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების ოთხ პირობას ასახელებს. არახამია Telegram-ზე წერს, რომ უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.

ესენია:

  • რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია
  • გადაიხადოს რეპარაციები
  • დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე
  • ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი

"ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ" - წერს არახამია. 

რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას სურს, რუსეთს მიეცეს "უსაფრთხოების გარანტია, როდესაც ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება", თუმცა მოლაპარაკებები უკრაინის პირობებით უნდა დაიწყოს.

კომენტარები