ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ოლივერ ვარჰეის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სურს, გამოიძიოს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქმიანობა. ამის შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ტის როიტენი წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, გამოძიება დაიწყება, რადგან ვარჰეი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის რეფორმათა განვითარებას. 

"[კომიტეტი] კვლავ ღრმად შეშფოთებულია ანგარიშებით, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს გვერდი აუაროს და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში. მოუწოდებს კომისიას, დაიწყოს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება - კომისრის მიერ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში გამოვლენილი ქცევა და პოლიტიკა არღვევს თუ არა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომისრის ვალდებულებებს". - ვკითხულობთ როიტენის Twitter-ზე. 

რამდენიმე კვირის წინ, 15 ნოემბერს ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების სვლა ევროკავშირისკენ. "ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს", - აღნიშნა ვარჰეიმ. 

კომენტარები